მოყვარული მოდელი კრის სევიერი აპირებს გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მას საყვარელ ლეპტოპზე დაქორწინების უფლებას არ აძლევს – თუ ერთსქესიანთა დაოჯახება შეიძლება, მეც უნდა მქონდეს ლეპტოპზე დაქორწინების ნებაო.
კომპიუტერი, რომელიც პორნოგრაფიითაა ავსებული, თურმე მისი “სექსუალური ობიექტია” და ხელსაწყოებთან სექსი “ნამდვილ ქალთან” ურთიერთობაზე მეტად სიამოვნებს.
“მივმართე იუტას სასამართლოს კლერკს, რომ ჩემთვის და ჩემი მანქანა-მეუღლისთვის ქორწინების ლიცენზია მოეცათ. უარი მითხრეს. დისკრიმინაციის მსხვერპლი ვარ. თუ გეებს აქვთ სექსუალური წადილის ობიექტთან დაქორწინების უფლება, მეც ხომ უნდა შემეძლოს ჩემს სექსუალურ ობიექტზე დაქორწინება?” – ამბობს აღშფოთებული კრისი.
აშშ-ის სასამართლოში მისი არგუმენტები არადამაჯერებლად შეაფასეს. როგორც მოსამართლე აცხადებს, ეს მოთხოვნა “არარეალური იყო”.