კრწანისში მდებარე სასწავლო ცენტრში ორი ადამიანი დაშავდა. შსს-ში აცხადებენ, რომ დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
უწყების ცნობით, ორმა მოქალაქემ, ამკრძალავი ნიშნის მიუხედავად, ტერიტორიაზე შეაღწია, რის შედეგადაც დაზიანება მიიღო. ტერიტორია დანაღმული იყო და მითითებული იყო ნიშანი – „შესვლა აკრძალულია“.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობ