„თავდაცვის მინისტრები და ნატოს გენერლები თანხმდებიან, რომ ვლადიმერ პუტინი მზად იქნება ნატოსთან და ევროკავშირთან დაპირისპირებისთვის 6-8 წელიწადში“, – ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა, რომელიც ახლა ევროკავშირის თავდაცვის პირველი კომისრობის კანდიდატია reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.
“თუ ამ შეფასებებს სერიოზულად მივიღებთ, მაშინ დროა ჩვენ სათანადოდ მოვემზადოთ და დრო ხანმოკლეა, უნდა მივიღოთ სწრაფი და ამბიციური გადაწყვეტილებები”, – თქვა მან.