გეოპოლიტიკური თვალსაზრით, რუსეთი ყოველდღიურად სუსტდება. იმის მიუხედავად, რუსეთს სურს თუ არა ამის აღიარება ეს სინამდვილეა. როდესაც შენ გრძნობ დასუსტებას, ცდილობ აგრესიულობის დამტკიცებას, რადგან ვინმე დააჯერო საწინააღმდეგო „რეალობაში“, – ამის შესახებ „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განუცხადა.
„ძალიან დიდი შეცდომა იქნება, რუსეთს მისცე უფლება ან რუსეთი ჩართო რაიმე სახის მოლაპარაკებაში ევროკავშირის ან ნატოს მომავალში. პირველ რიგში, ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ნატო შეიქმნა როგორც დასავლეთის საზოგადოების დასაცავი ინსტრუმენტი საბჭოთა კავშირიდან მომავალი საფრთხეებთან გასამკლავებლად. 2008 წელს, საქართველოს წინააღმდეგ, კრემლმა სამხედრო მოქმედებები დაიწყო და 2014 წელს ყირიმის ანექსია მოახდინა. დღემდე, საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონი ოკუპირებულია და უკრაინის ტერიტორიების ანექსია გრძელდება. თუ რუსეთი არ დაინახავს, რომ დასავლეთი ალიანსის ასპირანტების უსაფრთხოებას სათანადოდ არ აძლიერებს, მაშინ ხელები გაეხსნება ახალი აგრესიული ნაბიჯების გადასადგმელად. ჩვენ შეშფოთებულები ვართ თქვენი უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობით. ნატომ, როგორც სოლიდარობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა გაერთიანებამ, უნდა იფიქროს ასპირანტების მაქსიმალურ დახმარებაზე, როდესაც საქართველოსა და უკრაინას რუსეთი ემუქრება. დღეს რუსეთია ყველაზე დიდი საფრთხზე ევროპის კონტინენტისთვის. 2008 წელს საქართველოსთვის და უკრაინისთვის მაპზე უარი ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რამაც რუსეთს ომის დაწყების საშუალება მისცა“, – აცხადებს კუბილიუსი.
წყარო: imedinews