17 წლის ბიჭი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა ჭრილობა მიყენებული. შემთხვევა ლონდონში მოხდა, ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ Mirror-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, არასრულწლოვანი ვორჰამის ქუჩაზე, ადგილობრივი დროით საღამოს 7 საათზე იპოვეს. მას ადგილზე პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა უშედეგოდ.
მომხდარის შემდეგ არავინ დაუკავებიათ. პოლიცია მკვლელობის ფაქტს იძიებს.