19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარშვილის გარდაცვალების ამბავს სოციალურ ქსელში ახალგაზრდა მედიცინის მუშაკი მარიამ ქუტიძე ასე ეხმაურება:-
„1. ქურდული სამყარო სიბნელეა!
2. ქუჩური გარჩევები ცუდია!
3. ქუჩური გარჩევების სიმრავლით მოტრაბახე ადამიანები საცოდავები არიან!
4. კონკრეტული ადამიანების მოსაზრებების და “სიმართლის” ქვეშ თავის დახრა და მორჩილება მონობაა!
5. ცხოვრება “შავი” არ არის!
6. არა ერთი გასული წლის მიუხედავად, განუვითარებელი ლაპარაკის მანერა და სხეულის ენა (ცოტა გაწელილი, ცოტა დაგრძელებული სხეული , ცოტა შენელებული მოძრაობა _ გულის ამრევია!
7. ” კაი ძმაო ბაზარი არააა ” ,
“იმან ესე თქვა ზნაჩიტ ბაზარი მოკვდა ” ,
“თუ სიმშვიდე გინდა ფული უნდა გადაგვიხადო “
“ეს საქმე ჩვენია შენ არ გაეკარო “
” რამე არ შეგეშალოს, ძმაო, თორე პასუხი მოგეთხოვება “
“ე, ბიჭო! მოდი ერთი აქ ” და მსგავსი ფრაზებით სავსე სასაუბრო ლექსიკა დასაცინია.
8. კონკრეტულ ჩარჩოებში და დოგმებში მოქცეული ადამიანების ჯგუფი სხვა დანარჩენზე ბევრად სუსტია!
9. აღზნებული და დაუოკელებლი ჟინი სხვა ადამიანის ჩაგვრის და ამის ფონზე საკუთარი “კაი ბიჭობის” გაბღენძილი მტკიცება გაუნათლებლობაა!
10. შედეგი დაკარგული სიცოცხლეა!