მშობლების თანხმობით 12-15 წლის ბავშვების COVID19-ზე ვაქცინაცია უკვე შესაძლებელია, რაც უსაფრთხო სკოლის ერთ-ერთი გარანტიაა, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„ამის გააზრებიდან გამომდინარე ყველას მოვუწოდებთ, რომ მოზარდების აცრა, სადაც ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია მოხდეს მაქსიმალურად სწრაფად, რომ სასწავლო წელი არ ჩაიშალოს და შემდეგი წელიც არ იყოს მხოლოდ ონლაინ, რაც განათლების ხარისხზე მოგეხსენებათ როგორ უარყოფითად აისახება,“– აღნიშნა კულუმბეგოვმა.