ქუთაისში ავტობანის ტერიტორიაზე ხანძარია.
როგორც გურია ნიუსს” ადგილიდან ატყობინებენ, ცეცხლი ბალახს უკიდია.
ადგილზე მობილიზებულია 2 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.
შსს-ს სახანძრო სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკალბარდი იწვის. ხანძრის სიახლოვეს დასახლებული პუნქტი ან ტყე არაა. მობილიზებულია 2 ეკიპაჟი, მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.