ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გაჩენილ ხანძარს მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ინფორმაცია “გურია ნიუსს” საგანგებო მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
მათი თქმით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ადგილზე 4 სახანძრო მუშაობდა.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, უცნობია.