გუშინ ცოლი, შვილები და ძმა მიწას მიაბარა.
დღეს, მეზობლების პანაშვიდზე მოვიდა. კუთხეში იდგა, მის უდიდეს ტკივილთან მარტო, _ წერს სოციალურ ქსელში ფეისბუქმომხმარებელი ნათია სვანიძე ახალგაზრდა კაცის შესახებ, რომელმაც ბათუმში 8 აგვისტოს დატრიალებული ტრაგედიის დროს ოჯახის 4 წევრი დაკარგა.