ქვაბღაში საჯარო სკოლის ღამის დარაჯს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში განუცხადეს, მომხდარის გამო სკოლაში სასწავლო პროცესი 2 დღით დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
„ამ 2 დღის განმავლობაში სკოლა უნდა დავამუშავოთ, რომ ინფექციის გავრცელების საფრთხე მინიმუმადე შევამციროთ. ყველა პედაგოგი იცავდა რეკომენდაციებს. დაცული იყო დისტანცია, პირბადეს და სადეზინფექციო საშუალებებს რეგულარულად იყენებს სკოლა და მკაცრად იცავს რეკომენდაციებს, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით, საჭიროდ ჩავთვალეთ დაგვემუშავებინა შენობა. სწავლას საკლასო ოთახში სკოლა ორშაბათს გააგრძელებს“,_ გვითხრა შორენა სიხარულიძემ.
მისი თქმითვე, დაინფიცირებული პირის მეუღლე დაწყებითი კლასის მასწავლებელია. მას ტესტირება ჩაუტარდა. პირველადი სინჯის პასუხი უარყოფითი იყო, თუმცა, მასწავლებელს, გადამოწმების მიზნით, სინჯი კიდევ ერთხელ აუღეს, რომლის პასუხიც ჯერ ცნობილი არ არის.