sportmk.ru იმ ფეხბურთელების შესახებ წერს, რომლებიც რუსეთის პრემიერლიგაში თამაშობდნენ და შემდეგ კარიერა ევროპაში განაგრძეს.
რა თქმა უნდა, სიაში საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” შემტევი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა, რომლის შესახებაც სტატიაში ვკითხულობთ:
“ნაპოლიმ” სერია A-ს მორიგ ტურში “კრემონეზეს” 4:1 სძლია და ლიდერობა შეინარჩუნა. მორიგი ეფექტური თამაში ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც პენალტი მოინადირა და ბოლოს ირვინგ ლოსანოსაც გაატანინა…
ქართველმა აშკარად მოხიბლა გუნდის მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი, რადგან იტალიელმა სპეციალისტმა ხვიჩა მხოლოდ ერთ მატჩში დატოვა სათადარიგოთა შორის…
კვარაცხელიას წარმატებები რუსეთშიც ძალიან უხარიათ, რადგან მის მიღწევებში ნახევარი წვლილი აქვთ შეტანილი. ეს ფეხბურთელი ჩვენს ჩემპიონატში ჩვენ თვალწინ გაიზარდა”, – წერს საიტი.
წყარო: sportall.ge