საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები სეზონს დროზე ადრე დახურავს. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო და კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცირებას უკავშირდება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
ჩიქოვანის თქმით, საკოორდინაციო საბჭო კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს აძლევს რეკომენდაციას, შეზღუდონ სერვისის ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ მოქალაქეების მომსახურებასთან.
„საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რეკომენდაცია მიეცეს კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს, შეზღუდონ მათი მომსახურების ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ მოქალაქეების მომსახურებასთან, მათ ექნებათ საშუალება, გააგრძელონ ოპერირება და ფუნქციორება ე.წ. გატანის სერვისებისთვის, თუმცა ჩვენი რეკომენდაციაა, მაქსიმალურად შეიზღუდოს თავშეყრის ადგილები და კონტაქტი ჩვენს თანამოქალაქეებთან“, – განაცხადა ჩიქოვანმა ბრიფინგზე.