5G _მობილური ტელეფონების ყველაზე სწრაფ ახალ ქსელს წარმოადგენს, Huawei კი გეგმავს, რომ ერთ-ერთი პირველი მიმწოდებელი ფირმა გახდეს, თუმცა, ქვეყნების ნაწილი უსაფრთხოების მიზეზით 5G ქსელის Huawei-ის მიერ გავრცელებას ეწინააღმდეგება.
BBC-ის ინფორმაციით, ქვეყნები მიიჩნევენ, რომ ჩინეთმა შესაძლოა 5G ჯაშუშობისთვის გამოიყენოს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ავსტრალიამ, ახალმა ზელანდიამ, გერმანიამ Huawei 5G-ის გამოყენება აკრძალეს, დიდი ბრიტანეთი შეშფოთებას გამოთქვამს, ხოლო კანადაში აღნიშნული საკითხის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვთ.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ხელისუფლება კანადას მოუწოდებს გადაწყვეტილების მიღების შედეგზე დაფიქრდეს.
როგორც South China Morning Post იუწყება, Huawei-ის დამფუძნებელი აკრძალვების გამო არ წუხს.
„ვიცოდით, რომ შესაძლებელი იყო ასეთი პრობლემები შეგვქმნოდა და ამისთვის ვემზადებოდით. ეს პრობლემა იმოქმედებს ჩვენზე, თუმცა, ძალიან დიდი და სერიოზული გავლენა არ ექნება. დასავლეთში, სადაც ვილები მიმოფანტულად დგას ხალხს ჩვენი ტექნიკის შეძენა სჭირდება, თუკი 8K ეკრანის მქონე ტელევიზორების ყურება სურთ. გვჯერა, რომ ჩვენი პრიდუქცია ბევრად უკეთესია ვიდრე ჩვენი კონკურენტების“,_განაცხადა მან.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები Huawei-ის ირანისთვის დაკისრებული სანქციების დარღვევასა და თაღლითობაში ადანაშაულებს.