ოზურგეთში, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ, თაყაიშვილის ქუჩაზე, ღია სივრცეში თუ მაღაზიებში სოფლის პროდუქტს ხშირად ყიდიან.
აქ, ბოლო დღეებში, განსაკუთრებით გაძვირდა სოფლის ყველი და კვერცხი.
ერთ ცალ კვერცხს 55-60 თეთრს აფასებენ, ერთ კილოგრამ ყველს კი 15 ლარს.
ოზურგეთის ბაზარში კი ერთი კილოგრამი ყველის ფასი 12 ლარს არ სცილდება. კვერცხის კი 50 თეთრს.
„რა გჭირთ? მანდამაინც სააღდგომოდ გადაირიეთ, გაკეთილშობილების ნაცვლად? დაგვახრჩვეთ ყველამ, მთავრობიან, გადამყიდველებიანად… “ _ ბრაზობენ წინასწარ პროდუქტის საყიდლად გამოსული მოქალაქეები და ბაზარსა და მაღაზიებში მონაცვლეობით დადიან, რომ შედარებით ნაკლებ ფასად იყიდონ, სააღდგომოდ ესოდენ ყველაზე საჭირო პროდუქტი.
სავარაუდოდ, ყველის და კვერცხის ფასი, ისევე როგორც სხვა პროდუქტის, აღდგომამდე კიდევ მოიმატებს.
ავტორი