ლაგოდეხის რაიონის სოფელ გიორგეთის სკოლაში სასწავლო პროცესი სკოლის შენობაში ქვეწარმავლების არსებობის გამო შეწყდა.
სკოლაში უკვე ორი დღეა სასწავლო პროცესი ჩაშლილია. სკოლის დირექტორი თამარ მაისურაძე აცხადებს, რომ სიტუაცია საგანგაშოა და შესაბამის სამსახურებთან ერთად იქნება გადაწყვეტილება მიღებული.
“იყო შემთხვევა, რომ მარტის თვის ბოლოს პირველი კლასის საკლასო ოთახში გამოჩნდა ქვეწარმავლები. ამაზე საგანგებო სიტუაცია შევქმენით. თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სამსახური ჩამოვიდა და შეწამლეს ტერიტორია. სარდაფის დამუშავების პროცესში კედლებში იყვნენ ქვეწარმავლები და ისინი წაიყვანეს. შემდეგ მათი რეკომენდაციით ჩვენ სკოლის კედლებზე არსებული ნაპრალები ამოვლესეთ, თუმცა კვლავ შეიქმნა პრობლემა. სიტუაცია საგანგაშოა. სკოლაში პროცესი შეწყვეტილია. შესაბამის სამსახურებთან ერთად გადავწვეტთ როგორ მოვიქცეთ”,_ აცხადებს სკოლის დირექტორი თამარ მაისურაძე.
ადგილობრივების ცნობით, სკოლის შენობაში ქვეწარმავლები წლების განმავლობაში ბინადრობენ.