კვიპროსის დამოუკიდებელი ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური, არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომოს II 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას dailysabah ავრცელებს.
ქრიზოსტომოსი იყო მართლმადიდებელ ლიდერთა შორის, ვინც 2020 წელს აღიარა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა მოსკოვის მართლმადიდებლური ეკლესიისგან. ასევე ქრიზოსტომოს II აკრიტიკებდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში.
“ბატონ პუტინს შეუძლია ეკლესიაში სიარული, ზიარება, მაგრამ ამავე დროს კლავს. ეს არის მისი მართლმადიდებლობა?” – თქვა მან კვიპროსის სამაუწყებლო კორპორაციასთან ინტერვიუში წლის დასაწყისში.
ქრიზოსტომოსი არქიეპისკოპოსი 2006 წელს აირჩიეს. კვიპროსის ეკლესია აღმოსავლეთ მართლმადიდებლური საზოგადოების დამოუკიდებელი ფილიალია.
ქრიზოსტომოსს 4 წლის წინ, ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. ბუნდოვანი შეხედულება ჰქონდა იმ სასულიერო პირების მიმართ, რომლებიც წინააღმდეგობას უწევდნენ ვაქცინაციას კოროვირუსული პანდემიის წინააღმდეგ და იმუქრებოდა, რომ მათ გაათავისუფლებდა.
ავტორი