მმართველი გუნდის წევრის პაატა მხეიძის განცხადებით, ილია მეორის ლოცვა კურთხევით, კვიპროსის არქიეპისკოპომა ქართულ მმართლმადიდებლურ ეკლესიას 10 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გადასცა, სადაც ახალი ქართული მოანასტერი აშენდება. პაატა მხეიძის თქმით, ეს საქართველოს ისტორიაში სრულიად უპრეცენდენტო ფაქტია.
,,მოგეხსენებათ, კვიპროსში არის მეათე საუკუნის ღალიის მონასტერი და თავის დროზე, თამარ მეფემ ამ ეკლესია-მონასტრის გაძლიერების მიზნით, ახალი მიწის ნაკვეთები იყიდა, სადაც ახალი მონასტრები აშენდა, მათ შორის, ღვთისმშობლისა და ნიკოლოზის სახელობის ტაძრები, რომელთა რესტავრაცია, უკვე დასრულებულია. ახლა, ჩვენი კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ძალისხმევითა და ლოცა-კურთხევით, სრულიად კვიპროსის არქიეპისკოპოსმა 10 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გადასცა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. ამ მიწის ნაკვეთზე ახალი ქართული მონასტერი უნდა აშენდეს. ეს უპრეცენდენტო ფაქტია. სწორედ, დღეს, 19 დეკემბერს, განიხილება მიწის ნაკვეთი უფასოდ გადაცემის საკითხი. აქ შეიქმნება რაღაც უნიკალური, წარმოიდგინეთ, ჩვენი წინაპართა ნაკვალევზე შენდება ძალიან სერიოზული სამონასტრო კომპლექსი“.