ჯანკო უმიჰარას, იაპონიაში სამედიცინო სკოლის პროფესორის მტკიცებით, ტირილი სტრესის შესამცირებლად საუკეთესო დამხმარე შეიძლება იყოს.
„ტირილით ადამიანი საკუთარ თავს სტრესისგან იცავს,“ – ამბობს პროფესორი.
ემოციებით ტირილი უფრო ეფექტურია, ვიდრე უბრალოდ ცრემლების ღვრა. ამას უილიამ ფრეის, მინეაპოლისის რამსის სამედიცინო ცენტრის მკვლევარის კვლევა ადასტურებს. მან აღმოაჩინა, რომ ჩვეულებრივი ცრემლი 98% წყლისგან შედგება, ანუ ამ დროს ადამიანი წყალს კარგავს. ემოციური ტირილის დროს სტრესის ჰორმონი და ტოქსინები გამოიყოფა, რომლებიც ცრემლთან ერთად ორგანიზმს ტოვებს.
სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ ტირილი ენდორფინის წარმოებას ხელს უწყობს, ამიტომ კარგად გამოტირების შემდეგ თავს უკეთ ვგრძნობთ.