ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთის საჯარო სკოლას წელს სამი კურსდამთავრებული ჰყავს.
სკოლის დირექტორის ნათია მიქელაძის თქმით, გიორგი ლომჯარია, ნიკა თედორაძე, შოთიკო შაქარიშვილი პირველი კლასიდან ერთად მოდიან და ისინი განუყრელი მეგობრები არიან.
„ეს ახალგაზრდები არიან ნიჭიერები და განათლებულები. სანდო ადამიანები არიან. გვაქვს იმედები, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტს და საქართველოს ასახელებენ. “ – გვითხრა ნათია მიქელაძემ.
სკოლის დირექტორის ინფორმაციით, სამივე კურსდამთავრებული აპირებს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას და შესაბამისად, ერთიან ეროვნულ გამოცდების ჩაბარებას. „გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 703 კურსდამთავრებული ჰყავს.
„გურია ნიუსი“ ყველა მათგანს წარმატებულ და იღბლიან წლებს უსურვებს.
ავტორი