ორშაბათი
რთული საქმეები დღეს არ დაგეგმოთ, მაგრამ სტარტისთვის კარგია. ოღონდ, არ დაიწყოთ ხანგრძლივვადიანი პროექტები. ორშაბათს უნდა მოერიდოთ ქორწინებას, ვალის აღებას. მოაწესრიგეთ პირადი ნივთები, დაალაგეთ სახლი. მთვარეს არ უყვარს ალკოჰოლი. აი, წყალი კარგია. სამსახურის შემდეგ აუზში ცურვა კი სასიამოვნო განტვირთვა იქნება.
სამშაბათი
აუცილებელია დღეს მოკიდოთ ხელი მნიშვნელოვან, რთულ საქმეებს. ამბიციურ და პერსპექტიულ პროექტებს. დაიწყეთ დილა ვარჯიშით, პარკში გარბენით, სამსახურში შეგიძლიათ ფეხით მიხვიდეთ ან ორი გაჩერება ფეხით გაიაროთ. უნდა იგრძნოთ, რომ ახალგაზრდა და ჯანმრთელი ხართ. ამ დღეს ჩაცმულობაში გამოიყენეთ წითელი ფერი. სამშაბათს პაემანი ვნებიანი და რომანტიკული იქნება.
ოთხშაბათი
მცირე საქმების მოსაგვარებელი დღეა. სწორედ ოთხშაბათს უნდა აიღოთ კრედიტი, დააბრუნოთ ვალი. შეგიძლიათ სამოგზაუროდ გაემგზავროთ მცირე მანძილზე ან ფული დააბანდოთ უძრავ ქონებაში. აგრეთვე, გააფორმოთ დოკუმენტები, გააგზავნოთ ოფიციალური წერილები. მერკური სწავლას, ვაჭრობასა და ფინანსებს მართავს. შეგიძლიათ ჩაეწეროთ კურსებსა და ტრენინებზე. თუ მოსწავლე შვილი გყავთ, დაეხმარეთ გაკვეთილების მომზადებაში. უპირატესობა მიანიჭეთ ვეგეტარიანურ კვებას. საღამოს შეხვდით მეგობრებს.
ხუთშაბათი
დაგეგმეთ უფროსთან შეხვედრა. თამამად ჩამოაგდეთ სიტყვა ხელფასის მომატებაზე, პერპექტივებზე. საუბარი კოლეგებთან თბილი და დაუვიწყარი იქნება. კარგი დღეა ნაცნობობისათვის. ნაკლები დრო გაატარეთ შენობაში. თუ დაძაბული გრაფიკი არ გაქვთ, შესვენებაზე ცოტა ხანი მაინც გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. სიფრთხილე გმართებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საფულესთან. ხუთშაბათს დაწყებული დიეტა ზედმეტ კილოგრამებს სწრაფად მოგაცილებთ.
პარასკევი
გრძნობები მართავს ადამიანს. კარგი დღეა რომანტიკული შეხვედრებსა და სიყვარულში გამოტყდომისთვის. სამოსში გამოიყენეთ ვარდისფერი, სალათისფერი და ცისფერი ფერები. გაუფრთხილდით ფულს. დაუკვირვებელმა საქციელმა შეიძლება უამრავი ნივთი გაყიდინოთ. თუმცა, კარგი დღეა სერიოზული საყიდლებისთვის – უძრავი ქონება. პარასკევს შეიძინეთ სამკაულები, თავის მოვლისს საშუალებები, გადადით ახალ ბინაში. დღე უმჯობესია კონტარსტული შხაპით დაასრულოთ.
შაბათი
მეტად გამოავლინეთ მოთმინება. კონკრეტულ საკითხზე იყავით ორიენტირებული. იყიდეთ პროდუქტები და მოამზადეთ გემრიელი კერძი. ან მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავრეთ. შაბათს განსაკუთრებით უნდა მოუფრთხილდეთ ძვლებს. მიირთვით კალციუმით მდიდარი საკვები – ყველი, ხაჭო. თმა ამ დღეს არ შეჭრათ. აგრეთვე, ნუ გააკეთებთ ისეთ საქმეს, რაშიც მაკრატელი გჭირდებათ.
კვირა
კვირას ადამიანი ენერგიით ივსება და შინ გაჩერება არ შეუძლია, იგი გასართობად მიდის. კარგი იქნება, ძალა და ენერგია შემოქმედებით საქმიანობაზე დაგეხარჯათ. გააფორმეთ ინტერიერი, ვლოგი, გამონახეთ დრო ჰობისთვის. თუ თქვენი ჰობი შოპინგია, ყურადღება მიაქციეთ საქონლის ხარისხს. ამ დღეს ყვითელი ან ნარინჯისფერი ჩაიცვით. ბავშვებთან ერთად გაისეირნეთ სკვერში, საღამო კი ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატარეთ. მოიფიქრეთ გასართობი: სამაგიდო თამაში, საინტერესო ფილმის ყურება.