CRRC-საქართველომ უკრაინის ომთან დაკავშირებით საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა.
CRRC საქართველოს კვლევის თანახმად, მოსახლეობის 66% ფიქრობს, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ყველა ან ზოგიერთ დაწესებულ სანქციას უნდა შეუერთდეს. 39% ამბობს, რომ საქართველო უნდა შეუერთდეს ყველა სანქციას, ხოლო 27% – ზოგიერთს.
19% ამბობს, რომ საქართველო საერთოდ არ უნდა შეუერთდეს სანქციებს.