სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ლადო აფხაზავა ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
“როცა დღესასწაულები მოდის, კოლეგები ერთმანეთს ვეკითხებით, როგორ აღვნიშნოთ, რა გავაკეთოთ? და იწყება მსჯელობა, აზრთა სხვადასხვაობა.
ეს შეკითხვა როცა დავსვი, მოულოდნელი პასუხი მივიღე.
ეს ადამიანები არიან საოცარი მასწავლებლები, რომლებიც არა მარტო სკოლის ცხოვრებას აფერადებენ, არამედ თემის გულისცემას ყურს უგდებენ და ისე მოქმედებენ. წელს ამ ადამიანებმა თანხა, რაც მათ გააჩნდათ, ერთ–ერთ თანასოფლელს შეუკრიბეს, რათა ჯანმრთელობის პრობლემები დაძლიოს და გაიმარჯვოს.
იციან, რომ გაიმარჯვებენ! წელს ასე გადაწყვიტეს მათმა თბილმა გულებმა.
ჯურუყვეთის ამ სკოლაში 35 ბავშვი სწავლობდა, მაგრამ წელს 45 ბავშვამდე გაიზარდა.
სწორედ ამ ადამიანების გასახარებლად ყველაფერი უნდა გავაკეთო და გავაკეთებ კიდეც. ოთხშაბათ დღეს ჯურუყვეთის N 2 საჯარო სკოლაში დიდი ზეიმით უნდა დავემშვიდობოთ 2022 წელს.
იმედია, 3 დღეში შევძლებ მათ გახარებას, პატარებისთვის საჩუქრების შეგროვებას და ჩემი კოლეგებისთვის საზეიმო განწყობის შექმნას, იქნებ შევძლო რამე”.