კახეთში წითელ ნუსხაში შეტანილი ენდემური სახეობის ასწლოვანი მუხის ხეები მოჭრეს.
ფაქტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში გუშინ საღამოს, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მოხდა.
შემთხვევა სამონადირეო მეურნეობა “ფაუნას” თანამშრომლებმა გამოავლინეს და პოლიციას შეატყობინეს.
“მიმდინარეობს გამოძიება. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალი 1000 ლარს აღემატება,
ტყის უკანონო მომპოვებლების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება. სხვა შემთხვევაში ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდებიან”,– განუცხადა ,,ქრონიკას”
შპს “ფაუნას” დაცვის უფროსმა, ზურაბ გოგოლაძემ.
მისივე ინფორმაციით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ჰერეთისკარის ჭალის ტყეში ასწლოვანი მუხის ჭრის შემთხვევები გახშირდა.
მიმდინარე წელს უკანონო მოპოვების გზით 12 მუხა განადგურდა.
ალაზნის ჭალებში უკანონო ხე-ტყის მოპოვება და ამ მხრივ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე რამდენი დღის წინ თელავში გარემოს დაცვის მინისტრთან ერთად იმსჯელეს.
უკვე ცნობილია, რომ გიგლა აგულაშვილის უწყება კანონის გამკაცრებას და დამატებით ახალი რეგულაციების ამოქმედებას გეგმავს.
წყარო: imedinews.ge