“მთავარი არხის” ექსკლუზიური ინფორმაციით, ლაგუნა-ვერეს შემოგარენში მდებარე ერთ-ერთ ოფისში შეკრება იყო, სადაც დაპირისპირებული მხარეები სკაიპით თურქეთში მყოფ ორ ე.წ კანონიერ ქურდს ლევან მარღია და ირაკლი ყალიჩავა ესაუბრებოდნენ.
კრიმინალურ ავტორიტეტებს უნდა გადაეწყვიტათ დავა, რომელიც სავარაუდოდ ბიზნესმენ გურგენიძესა და კრიმინალურ წრეებში ყველასთვის კარგად ნაცნობ დავით შენგელიას შორის იყო. ქურდების გადაწყვეტილებას ადგილზე სროლა მოჰყვა, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა, 5-ზე მეტი კი დაიჭრა.
ცნობილია, რომ გარჩევის დროს 2 ბიზნესმენი, ვახტანგ გურგენიძე და კონსტანტინე ქობულია მოკლეს.
წყარო: mtavari.tv