ინგლისური ენის გამოცდაში, რომლის უმაღლესი ქულა 90 იყო, 85-85 ქულა მიიღეს ლანჩხუთის #3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ქეთი ჩიკაშუამ და ეთერ ქურიძემ.
84 ქულა აქვს #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს დეა ჭეიშვილს.
83 ქულა მიიღო სასულიერო გიმნაზიის კურსდამთავრებულმა კატერინა ტოროტაძემ.
82 ქულა აქვს #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს ნინო ორმოცაძეს.
81 ქულა აქვს სასულიერო გიმნაზიის კურსდამთავრებულ ირაკლი ტუღუშს.
რაც შეეხება მათემატიკას _ საგანში, რომლის უმაღლესი ქულა 59 იყო, 43 ქულა აიღო #3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ქეთი ჩიკაშუამ.
ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, წელს, მათემატიკის გამოცდა ლანჩხუთელი აბიტურიენტების ძალიან მცირე ნაწილმა ჩააბარა.