პოლონეთში გამართულ უმცროსი ასაკის ჭაბუკთა ევროპირველობაზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების ღირსებას ლანჩხუთის სპორტული ცენტრის აღსაზრდელი (მწვრთნელი დავით მჟავია) თამაზ ღლონტიც იცავდა.
ჩვენებური მოჭიდავე 44 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და საბოლოო შედეგების მიხედვით. მან ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედლის აღება მოახერხა.
ჯამში. ქართველმა უმცროსი ასაკის მოჭიდავეებმა პოლონეთში ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაო მიითვალეს საკუთარ აქტივში და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილს დასჯერდნენ.