გასულ შაბათ-კვირას ბულგარეთმა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სადაც საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა შვიდი მედალი მოიპოვა _ ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამიც ბრინჯაო.
საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან ტურნირის ერთ-ერთი გამარჯვებული 100-კილოგრამიან წონით კატეგორიაში ლანჩხუთელი მოჭიდავე, გიორგი ზოიძე გახდა, რომელმაც ფინალურ ასპარეზობაში მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი აშკარა უპირატესობით დაამარცხა.
ქართველთაგან ამ ტურნირზე 76 წონით კატეგორიაში ოქრო აიღო გიორგი ცოფურიძემ.
გურიიდან კიდევ ერთმა მოჭიდავემ, ოზურგეთელმა გიორგი თოხაძემ კი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შესძლო.