რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში, ქალთა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ხსაქართველოს ჩემპიონი “ლანჩხუთი”, რომელმაც პირველ ეტაპზე ყაზახეთის ჩემპიონს სძლია, დღეს ადგილობრივ “კლუჟს” დაუპირისპირდა და
პირველად გურულებმა მეტოქის კარი თამაშის 41-ე წუთზე თავურით აირეს, თუმცა არბიტრმა თამაშგარე დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა. მეორე ტაიმში კიდევ უფრო გააქტიურდნენ ჩვენებურები და 67-ე წუთზე კიდევ ერთხელ დალაშქრეს მეტოქის კარი და ტაბლოზე 0:1-იც დაფიქსირდა.
დარჩენილ დროში ჩვენმა გოგონებმა ვაჟკაცურად გაუძლეს მეტოქის იერიშებს და ბოლო წამზე ცარიელი კარიდანაც კი გამოიტანეს ბურთი. საბოლოოდ მსაჯის სასტვენმა ლანჩხუთელი გოგონების ისტორიული გამარჯვება დააფიქსირა.
საგულისხმოა, რომ “კლუჟი” რუმინეთის ქალთა ჩემპიონატის შექმნიდან ქვეყნის ერთადერთი ჩემპიონია და ტიტულს ზედიზედ 10 წელია არავის უთმობს. რუმინეთის ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში 44-ე გახლავთ (ჩვენი გუნდი 115-ე), ეროვნულ ნაკრებში კი ძირითადად “კლუჟის” ფეხბურთელები თამაშობენ. წელს ჩემპიონატში გამართული 9 მატჩიდან ყველა მოიგეს, 40 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 4 გაუშვეს.
უნდა ითქვას, რომ ლანჩხუთელ გოგონები და მათი მთავარი მწვრთნელი, გიორგი ჩხაიძე მოწინააღმდეგის სიძლიერის მიუხედავად, თამაშამდე საკმაოდ ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილები.
„გპირდებით, მოედნიდან ლაჩრებივით არ გამოვალთ და ბოლომდე დავიხარჯებით,”-
პირობას იძლეოდა მატჩის წინ გიორგი ჩხაიძე.
ლანჩხუთელთა შემადგენლობა: გაბუნია; ალელიშვილი; ჩხარტიშვილი; ჭყონია (წოწერია); დანელია; დიმოპოლო( ნარსია); გასვიანი; გუჯაბიძე; კალანდაძე; ხაბურძანია; თოდაძე.
სათადარიგოები: გობრონიძე, გოგეშვილი, კახიძე.