გასულ შაბათ-კვირას ბათუმმა მსოფლიო საბრძოლო ხელოვნებათა ფესტივალს უმასპინძლა, სადაც წარმატებით იასპარეზეს ლანჩხუთის სპორტული ცენტრის აღსაზრდელებმა. ჩვენმა სპორტსმენებმა ბათუმში გამართულ ფესტივალზე, ჯამში, სხვადასხვა სინჯის 13 მედალი აიღეს, აქედან _ სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და რვა ბრინჯაოსაა.
ოქროს მედალი და ჩემპიონის ტიტული საბა ჩხაიძემ, ლაშა კოსტავამ და გიორგი ზენაიშვილმა მოიპოვეს. ვერცხლის მედალსა და შესაბამისად, მეორე ადგილს დასჯერდნენ ზურა ლომაძე და გუგა ივანაშვილი. ხოლო ბრინჯაო ლუკა ვანაძის, თორნიკე პოლოიანის, ნიკა კოსტავას, ლაშა კოსტავას, მერაბ ლომაძის, ანრი ჩხარტიშვილის, ლუკა ლომაძისა და დათო ცინცაძის ანგარიშზეა.