ლანჩხუთის სპორტული ცენტრის ინფორმაციით, ქალაქ ფოთში გამართულ საქართველოს დასავლეთ ზონის ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშებაში სამმა ლანჩხუთელმა მოჭადრაკემ მოიპოვა უმაღლესი ლიგის საფეხური.
სპორტული ცენტრის აღსაზრდელმა ლიკა კლდიაშვილმა, რომელიც ჯერ მხოლოდ ექვსი წლისაა, რვა წლიან გოგონებში შვიდი თამაშიდან შვიდივე ქულის მოპოვება შეძლო.
ამავე ასაკის ბიჭებში ჯგუფში კი დემეტრე სარჯველაძემ მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა. ხოლო 10 წლის ასაკობრივ ჯგუფში, გოგონებს შორის, ანასტასია ებრალიძე მეოთხე ადგილს დასჯერდა.
გუნდი შეჯიბრებისთვის მოამზადეს მწვრთნელებმა: ადამ და ტარიელ ხუხუნაიშვილებმა.