ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო გუნდმა დღეს, ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე, ფინალურ შეხვედრაში, ხობის „კოლხეთი“ 2:1 დაამარცხა და მეორედ გახდა საქართველოს თასის მფლობელი.
მთელი შეხვედრის მანძილზე მოქმედი ჩემპიონები დომინირებდნენ და სრულ უპირატესობას ფლობდნენ.
ანგარიში ხატია ჭყონიამ მე-13 წუთზე გახსნა, რომელიც ხობელებმა პირველივე ტაიმშივე გაქვითეს. 58-ე წუთზე თეონა თოდაძის მიერ შესრულებული ჯარიმის შემდეგ „კოლხეთის“ მცველებმა საკუთარ კარში ჩაჭრეს ბურთი. ამის შემდეგ, მეგრელებს ხიფათი აღარ შეუქმნია, გურულებმა კი რამდენიმე შანსი ვერ გამოიყენეს. საბოლოოდ, 2:1 და „ლანჩხუთი“ საქართველოს თასს მეორედ დაეუფლა.


























































![Young couple sitting on a sofa, drinking, talking. Click here for more "people at home" images:
[url=my_lightbox_contents.php?lightboxID=1507925][img]http://www.nitorphoto.com/istocklightbox/peopleathome.jpg[/img][/url]](https://gurianews.com/wp-content/uploads/2026/02/kalimamakaci-360x180.jpg)









