ქალაქ ხარკოვის საერთაშორისო ტურნირის, სადაც საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა ბრწყინვალე შედეგი აჩვენა, პრიზიორთა შორისაა ლანჩხუთელი ლუკა ლომაძეც.
ლუკამ, რომელიც 65კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ტურნირის ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ჯამში, საქართველოს ნაკრების მონაგარი ასეთია: 6 ოქრო, 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.
ჩემპიონები გახდნენ: ვახტანგ ლულუა (48 კგ), ანრი ხოზრევანიძე (51 კგ), საბა სურმანიძე (55 კგ), გოგა უბილავა (60 კგ), ლუკა გელაშვილი (80 კგ), საბა ფურცელაძე (92 კგ).
ლუკა ლომაძის დარად ვერცხლის მედლები მოიპოვეს დავით გაბედავამ (45 კგ) და ზუკა მელაძემ (80 კგ). გიორგი ჭიკაიძემ (55 კგ), ლევან ორჯონიკიძემ (65 კგ) და დავით მგელაძემ (110 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.