ლანჩხუთის სპორტული ცენტრის ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეები: გოგა მახარაძე და ამიკო ცეცხლაძე ქალაქ ჭიათურაში გამართული რესპუბლიკური ტურნირის გამარჯვებულებია, -ინფორმაციას ამის შესახებ მათი მწვრთნელი, დავით მჟავია ავრცელებს
გოგა მახარაძემ 15 წლამდელთა ასაკშ, 57 წონით კატაგორიაში ასპარეზობდა, სამი შეხვედრა ჩაატარა, ყველა დამაჯერებლად მოიგო და ოქროს მედალოსანიც შეიქნა .
რაც შეეხება ამიკო ცეცხლაძეს, მან 17 წლამდელთა შორის ოთხი შეხვედრა გამართა და დავით მჟავიას ინფორმაციით, ყველაში საგრძნობი უპირატესობით გაიმარჯვა.
„ვულოცავ ჩემს მოსწავლეებს ამ გამარჯვებას და შემდეგში საერთაშორისო ასპარეზზეც ვუსურვებ ჩემპიონობას“, – დასძენს დავით მჟავია.
ავტორი

































































