საქართველოს ჩემპიონატში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ორი მედლით გვასახელეს ლანჩხუთელმა ფალავნებმა.
ჭაბუკებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მრავალჯერ გამარჯვებულმა გიორგი შოთაძემ უკვე დიდდებშიც დაიმკვიდრა ადგილი და ბათუმის საჭიდაო ხალიჩაზე ყველა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა. ფინალურ ორთაბრძოლაში გიორგიმ ოზურგეთელ ლევან ქავჟარაძეს აჯობა და საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა. ცოტა დააკლდა ახალგაზრდა თამაზ ღლონტსაც. ამ ბიჭმა დიდებში პირველად სცადა ბედი და ბრინჯაოს მედალიც ღირსეულ ბრძოლებში მოიპოვა,რაც უდიდესი წარმატებაა ნიჭიერი ფალავნისთვის.