ლანჩხუთში, მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სტარტი აიღო რესპუბლიკურმა ტურნირმა ჭადრაკში _ ,,ლანჩხუთი 2022“ .
ტურნირში სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 6-დან 12 წლამდე ნორჩი მოჭადრაკეები არიან ჩაბმულები, ჯამში 100-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.
ტურნირის ორგანიზატორთა განმარტებით, პროექტის მიზანია ჭადრაკის განვითარება და პოპულარიზაცია.
ტურნირის საზეიმო გახსნას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრენ და სიმბოლურად, საჭადრაკო პირველი სვლა მერმა ალექსანდრე სარიშვილმა გააკეთა.