ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის ”გურია”-ს 100% წილი იყიდება. პირობიან აუქციონზე კლუბის გასაყიდი საწყისი თანხა 34 000 ლარს შეადგენს.
მყიდველმა ხელი უნდა შეუწყოს ფეხბურთის პოპულარიზაციას და განვითრებას, რაც გამოიხატება ახალგაზრდული გუნდების, ჯგუფების, კლუბების და მომსახურე პერსონალის განვითარებასა და დაფინანსებაში.
მყიდველმა ასევე კლუბში უნდა უზრუნველყოს 3 წლის განმავლობაში ყოველწლიურად არანაკლებ 700 000 ლარის ოდენობით ინვესტირება.
თანხების არაუმეტეს 60% მდე უნდა გაიხარჯოს კლუბის თანამშრომლების, ფეხბურთელების შრომის ანაზღაურებისა და ბონუსებისათვის, არანაკლებ 20% უნდა გაიხარჯოს ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისათვის.
აუქციონი საიტ: eauction.ge -ზე 22 ივლისის 17:00 საათამდე გაგრძლედება.
ისტორიული საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთის “გურია” ამ დროისთვის საქართველოს ლიგა 3-ის გათამაშებაში 21 ქული მე-9 ადგილზე იმყოფება.
წყარო: ajaratv.ge