უკრაინის ფეხბურთის კავშირის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ანატოლი დემიანენკომ განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დაწყების შემდეგ ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა მიხაილ ფომენკომ მშობლიური სუმის დატოვებაზე უარი თქვა – ინფორმაციას Tribune ავრცელებს.
დემიანენკოს თქმით, 73 წლის მწვრთნელს, რომელიც საქართველოში 1987-89 წლებში ლანჩხუთის “გურიას” თავკაცობდა, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციიდან საკვები და ძვირფასი ნივთები გადაეცა – ის ახლა ტერიტორიის დატოვებას ვეღარ ახერხებს:
“გუშინ ვესაუბრე. არსებულ ვითარებაში შეძლებისდაგვარად განწყობა ხალისიანია, თავი კარგად უჭირავს. თავის დროზე, ევაკუაციაზე უარი განაცხადა, რადგან საკუთარ მიწაზე თავს უკეთ გრძნობს.”
რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე წარმოებული ომის ფარგლებში, ქალაქი სუმი სანახევროდ განადგურებულია.
წყარო: sportall.ge