,,ლანჩხუთსა და ლანჩხუთელებზე უზომოდ შეყვარებული კაცი, დავით წულაძე, ჩვენი ქალაქის კოლორიტი წავიდა ამქვეყნიდან. სიცოცხლის ბოლო წამამდე მებრძოლი სულის კაცი, რომელიც ნამდვილად დააკლდება სააქაოს”-დაწერა ფეისბუქზე ლანჩხუთის საკრებულოს პიარმა ლაშა სარჯველაძემ.
დავით წულაძე ლანჩხუთის კეთილმოწყობის სამსახურს ხელმძღვანელობდა, მანამდე კი სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრს ედგა სათავეში. ის არაერთი მოწვევის საკრებულოს წევრი იყო, იკავებდა საკრებულოს თავმჯდომარის პოსტსაც.
,,უფალმა ნათელში გამყოფოს ვალერიანოვიჩ.ძალიან მაგარი კაცი იყავი. სულ ვკამათობდით, უცებ აფეთქდებოდა, მაგრამ საოცარი გული ჰქონდა. ამ ფოტოზეც 9-ჯერ მითხრა, რომ ვლაპარაკობ მაინც და მაინც მაშინ გადამიღეო. არ დამანახო აგი მეორე-გზობაო. მერე კი მეუბნებოდა, კაი ჩანს ის ფოტო და მილოცვებზე გამოიყენეო. სამწუხაროდ, დღეს სხვა თემაში მიწევს მისი გამოქვეყნება,“-წერს ლაშა სარჯველაძე.