ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში რევაზ ფაცურია გარდაიცვალა. ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
როგორც “გურია ნიუსს” მერიაში განუცხადეს, ფაცურიას გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.