„სასწავლო პროცესმა დღეიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ყველა სასწავლო დაწესებულებაში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ონლაინ სივრციდან საკლასო ოთახებში გადაინაცვლა“, _ ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჩიტაძემ განუცხადა.
ნინო ჩიტაძის ინფორმაციით, რესურსცენტრის თანამშრომლები დილიდანვე იმყოფებოდნენ სკოლებში და ადგილზე ეცნობოდნენ არსებულ ვითარებას.
„მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში ფაქტობრივად, 100%-იანი დასწრებაა, როგორც მოსწავლეების, ისე პედაგოგების. სკოლები სრულიად მომზადებულები შეხვდნენ საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის განახლებას. ჩვენი ცენტრის თანამშრომლები დილიდანვე იყვნენ გასულებია დგილებზე, მე პირადად სამ სკოლაში ვიმყოფებოდი და თამამად შეიძლება ითქვას, ყველგან მაქსიმალურადაა გათვალისწინებული ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები“, _ამბობს ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესუსცენტრის ხელმძღვანელი.
[sexy_author_bio]