ლანჩხუთის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, ქალაქში, მერიის მიმდებარედ არსებულ სკვერში ნაძვის ხის ნარგავი დააზიანეს.
“რამდენიმე დღეა აღნიშნულ სკვერში ახალი სკამები დაიდგა, დღესაც დაემატა რამდენიმე ერთეული. ასევე მოხდა ხეების კირით შეთეთრება, ფუნქციონირებს შადრევანი და ყველა საღამოს ასობით ლანჩხუთელი სეირნობს პარკში და ამ დროს ასეთი ფაქტი ხდება, რაც ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია.
ჩვენ უფრო ლამაზი და მოწესრიგებული, მოვლილი ლანჩხუთი გვინდა“-მიმართვას ავრცელებს კეთილმოწყობის სამსახური.
ავტორი: სოფო წილოსანი