ფეისბუქგვერდის „This is ლანჩხუთის“ დამფუძნებლებმა: ნინია ბარამიძემ, ლუი ორაგველიძემ და მარი ხანთაძემ შოვში სტიქიის ზონაში მყოფნი ადამიანების დასახმარებლად 3000 ლარი შეაგროვეს.
“ჩვენი ჯგუფის წევრების დახმარებით 3000 ლარი შეგროვდა, რომლითაც შევიძინეთ მზა საკვები, სიგარეტები და სხვა საჭირო ნივთები. დღეს ჩავიტანეთ შეგროვებული ნივთები შოვში და სტიქიის ზონაში მყოფ ადამიანებს გაეწიათ დახმარება.
ლანჩხუთს, იმედია, სხვა მუნიციპალიტეტებიც მიბაძავს.
მადლობას ვუხდი ყველა მონაწილეს, ვინც აქტიურად ჩაერთო ჩვენს აქციაში“, _ გვითხრა ლუი ორაგველიძემ.
ავტორი