ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირზე გამოსვლა დაასრულა.
პირველ შეხვედრაში ჩვენი გოგოები საკმაოდ ძლიერ ალბანურ ვლაჟნიასთან 0:3 დამარცხდნენ (განახლებულ რეიტინგში ალბანელები 25-ე ადგილს იკავებენ), თუმცა, მესამე ადგილისთვის მატჩში გურულებმა მობილიზაცია შეძლეს და აზერბაიჯანული ნეფთჩი 2:1 დაამარცხეს. გოლები რამირესმა (მე-10 წუთი) და სულაშვილმა (55-ე წ.) გაიტანეს.
ჯგუფის გამარჯვებული კი ავსტრიული სტ.პოლტენი გახდა _ იგი შემდეგ ეტაპზე სლოვენურ მურას დაუპირისპირდება, რომელსაც თავის მხრივ სხვადასხვა დროს თბილისი ნიკესთან და ჩხოროწყუს სამეგრელოსთან უთამაშია.
უეფას განახლებულ რეიტინგში ქსკ ლანჩხუთი 64-ე პოზიციას იკავებს. სულ რაღაც 4 პოზიცით წინ არის იტალიური გრანდის მილანის ქალთა გუნდი. რეიტინგს კი ესპანური ბარსელონა ლიდერობს, რომელიც გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორია, მეორე მესამე ადგილზე კი ფრანგული ლიონი და ინგლისური ჩელსია.
აქვე შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთი ერთადერთი ქართული ქალთა კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში მოხვედრილა.
ავტორი