ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
როგორც ცნობილია, ინფიცირების ორივე შემთხვევა თბილისიდან არის შეტანილი. დაინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.
სულ ლანჩხუთში ინფიცირების 2310 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელებულია 2258 ადამიანი, გარდაცვლილია 39. აქტიურია ინფიცირების 13 შემთხვევა.