ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 169 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
სულ ლანჩხუთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 7745 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 6923 პაციენტი, გარდაცვლილია 80. ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 742 შემთხვევა.