ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
სულ ლანჩხუთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 5044 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4402 პაციენტი, გარდაცვლილია 65. ამ დროისთვის აქტიურია კოვიდინფიცირების 574 შემთხვევა.