ლანჩხუთში ინფიცირების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
სულ ლანჩხუთში დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 11 907 შემთხვევა. მათ შორის 11782 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 83 გარდაიცვალა, ხოლო ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 42 შემთხვევა.
როგორც მენაღარიშვილი ამბობს, ამ დროისთვის სტაციონარში არცერთი ინფიცირებული პაციენტი არ იმყოფება. ისინი მკურნალობას ბინაზე გადიან.