ლანჩხუთში კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევები მატულობს. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
მენაღარიშვილის თქმით, ბოლო 24 საათში ინფიცირების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
სულ კი დადასტურებულია ინფიცირების 7056 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 6524, გარდაცვლილია 79 პაციენტი. ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 453 შემთხვევა.