ლანჩხუთში ინფიცირების ახალი შემთხვევების საგრძნობი კლება შეინიშნება. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
“დიდი ტალღა იყო და გადავიარეთ. ინფიცირების შემთხვევების საგრძნობი კლებაა, მაგრამ ვინც მოდის გასატესტად, იმათ ნახევარს მაინც უდასტურდება. შაბათ-კვირის მონაცემები მცირეა, გასულ 24 საათში ინფიცირების 26 შემთხვევა დაფიქსირდა. 150-200 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა ყოველდღე, ახლა 100-ის ქვემოთ ჩამოვიდა”,_ ამბობს მენაღარიშვილი.
სულ ლანჩხუთში დაფიქსირებულია ინფიცირების 10131 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 9564 პაციენტი, გარდაცვლილია 81.